Skip to content

Grindr X Equality

სოციალური ქსელის Grindr-სა და თანასწორობის მოძრაობის პარტნიორობით აივ ინფექციის თვითტესტისა და პრევენციული საშუალებების ნაკრების მიღება კიდევ უფრო მარტივი ხდება.

Grindr for Equality პროგრამაა, რომელიც მრავალი წელია აქტიურად მიმდინარეობს და მისი მთავარი მიზანი ლგბტქ თემის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვაზე ზრუნვაა. პროგრამა აქტიურად მუშაობს აივ ინფექციის ტესტირების პოპულარიზებაზე და ხელმისაწვდომობის ზრდაზე.

Grindr-სა და თანასწორობის მოძრაობას მრავალხნიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ. თუკი ადრე აპლიკაციის მომხმარებლებს ბანერის სახით ეცნობებოდათ აივ ინფექციის ტესტის, კონდომებისა და ლუბრიკანტების უფასოდ და ანონიმურად მიღების შესაძლებლობის შესახებ, ამჯერად მომხმარებლებს აპლიკაციიდან გაუსვლელად, სულ რაღაც 1 წუთში შეუძლიათ შეუკვეთონ ზემოაღნიშნული პროდუქტი და სასურველ მისამართზე მიიღონ. ამისათვის საჭიროა აპლიკაციის მენიუდან აირჩიოთ “Free HIV Home Test”, მიუთითოთ თქვენი ტელეფონის ნომერი, სასურველი მისამართი და დაელოდოთ ჩვენს ზარს.*

 

*გაცნობებთ, რომ მომატებული შეკვეთებიდან გამომდინარე გაზრდილია მიწოდების დრო, აგრეთვე, ამ ეტაპზე, პროდუქტი “ქისა” მარაგში აღარ არის, თუმცა მომხმარებლები ჩვეულებრივ მიიღებენ შეკვეთილ პროდუქტებს (აივის ტესტს, კონდომებსა და ლუბრიკანტებს) გაუმჭვირვალე, თეთრ კონვერტებში.