Skip to content

გონორეა

გონორეა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომელსაც ბაქტერია- ნეისერია გონორეე, ან იგივე გონოკოკი იწვევს. ბაქტერიები ძირითადად გვხვდება პენისის გამონადენში და ვაგინალურ სითხეში.

ადამიანებს შორის გონორეის გადაცემა ძირითადად 2 გზით ხდება:

  • დაუცველი ორალური, ვაგინალური ან ანალური სექსი;
  • არასათანადოდ გასტერილებული სექს-სათამაშოების გამოყენებითა და გაზიარებით. 

გონორეა არ გადადის:

  • კოცნით;
  • ჩახუტებით;
  • აბაზანისა და პირსახოცის გაზიარებით;
  • საქზიარო საცურაო აუზით;
  • ტუალეტის დასაჯდომით;
  • ჭურჭლის გაზიარებით. 

 

ბაქტერია ორგანიზმის  გარეთ დიდხანს ვერ ძლებს, თუმცა ორგანიზმში მოხვედრის შემდგომ, შესაძლოა დააინფიციროს საშვილოსნოს ყელი, შარდსადენი მილი, სწორი ნაწლავი და უფრო იშვიათად ყელი ან თვალები. ინფექცია შესაძლოა  გადაეცეს დედიდან შვილს მუცლად ყოფნის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს. არანამკურნალებმა გონორეამ  ბავშვში შესაძლოა სიბრმავე გამოიწვიოს.

ნიშნები და სიმპტომატიკა

გონორეის ტიპური სიმპტომები მოიცავს  ვაგინიდან ან პენისიდან სქელ, მწვანე ან ყვითელ გამონადენს, შარდვისას ძლიერი წვის შეგრძნებას, ხოლო ქალებში მენსტრუალურ ციკლებს შორის შუალედში სისხლდენას. აღსანიშნავია, რომ ინფექცია ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. 

დიაგნოსტიკა

თუ გონორეის სიმპტომები გაწუხებთ, ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა სქესობრივად გადამდები ინფექცია გაქვთ, დიაგნოსტიკისთვის მიმართეთ ექიმ-ვენეროლოგს. 

გონორეას პრევენცია

როგორ სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, ასევე გონორეას პრევენციის რამდენიმე მეთოდი არსებობს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია კონდომის და ლუბრიკანტის  გამოყენება ყოველი სექსის დროს, სექს- სათამაშოების გაზიარებისას ახალი კონდომის გამოყენება. და სათამაშოს რეცვა-დეზინფექცია. 

გონორეას მკურნალობა

ჩვეულებრივ, გონორეას მკურნალობა ანტიბიოტიკებით  ხდება. ეფექტური მკურნალობის შედეგად სიმპტომების უმრავლესობა რამდენიმე დღეში სრულად  ქრება და შესაბამისად ადამიანი სრულიად გამოჯანმრთელდება.