Skip to content

კონტაგიოზური მოლუსკი

კონტაგიოზური მოლუსკი კანის გავრცელებული ინფექციური დაავადება, რომლის გამომწვევია  ვირუსი molluscum contagiosum (MCV). და დიდსა თუ პატარასთან თანაბრად გვხვდება. გამონაყარს ხშირად ადარებენ მეჭეჭებს. თავდაპირველად ელემენტები ერთეულია, დროთა განმავლობაში კი მრავლდება და უფრო და უფრო შემაშფოთებელი ხდება.

კონტაგიოზური მოლუსკის გავრცელება

ვირუსის გავრცელება ხდება

  • პირდაპირი მჭიდრო კონტაქტით - ინფიცირებული პირის კანთან შეხებით
  • დაინფიცირებულ საგნებთან შეხებით - მაგალითად, ხელსახოცი, სათამაშო, ტანსაცმელი, საცურაო აუზში სხვის პირად ნივთებთან კონტაქტით
  • სექსუალური კონტაქტით - როგორც სქესობრივი აქტი, ასევე ინტიმური ფიზიკური კონტაქტი.
  • გამონაყრის გაღიზიანებით

კონტაგიოზური მოლუსკის სიმპტომები

დაავადება ვლინდება კვანძოვანი გამონაყრის სახით. იგი შესაძლოს შეგვხვდეს ხელებზე, ფეხებზე, მუცელზე, გენიტალიებზე. როგორც წესი, გამონაყარი 1 სანტიმეტრზე ნაკლები ზომისაა. იგი შესაძლოა შეგვხვდეს როგორც ჯგუფურად, ერთ არეში, ასევე - მიმოფანტულად.

კონტაგიოზურ მოლუსკს საინკუბაციო პერიოდის გააჩნია, რომლის დროსაც სიმპტომები ადამიანზე არ ვლინდება. ეს პერიოდი შესაძლოა რამდენიმე თვეც გაგრძელდეს.

კონტაგიოზური მოლუსკის პრევენცია

კონტაგიოზური მოლუსკის პრევენციისთვის არ არის საჭირო სკოლაზე, სამსახურზე, ან საცურაო აუზზე უარი ვთქვათ. მნიშვნელოვანია დავიცვათ ჰიგიენის წესები, ნაკლებად გვქონდეს შეხება სხვის პირად საყოფაცხოვრებო თუ ჰიგიენის ნივთებთან. სქესობრივი კავშირისას რეკომენდებულია კონდომის (პრეზერვატივის) გამოყენება, რათა შემცირდეს ინფექციის გადადების რისკი.

კონტაგიოზური მოლუსკის დიაგნოსტიკა

ინფექციის დიაგნოსტიკისთვის ადამიანი, როგორც წესი, დერმატოლოგს მიმართავს ხოლმე. დაავადების მიმდინარეობისას ექიმისთვის გარეგანი დათვალიერება, შესაძლოა საკმარისი იყოს, თუმცა აგრეთვე ზოგჯერ ტარდება კანის ბიოფსია – დაზიანებული მიდამოდან აღებული კანის მცირე ნაწილის მიკროსკოპით დათვალიერება.

კონტაგიოზური მოლუსკის მკურნალობა

დაავადება, როგორც წესი, რამდენიმე თვეში თავისით ტოვებს ორგანიზმს, თუმცა ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, რამდენიმე წელიც კი დარჩეს ორგანიზმში ასეთ დროს, მკურნალობისას გამოიყენება კრემების ან გელები, ან გამონაყრის მოყინვა.