Skip to content

ქლამიდიოზი

ქლამიდიოზი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, რომელსაც იწვევს ბაქტერია ქლამიდია (Chlamydia Trachomatis). 

ქლამიდიოზის გადაცემის გზები: 

  • დაუცველი (ანალური,ვაგინალური,ორალური) სექსი;
  • არასაკმარისად გასტერილირებული საზიარო სექს-სათამაშოების გამოყენება;
  • დაინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტი (სპერმა,ვაგინალური სითხე);

ქლამიდიოზის სიმპტომები

ქლამიდიოზი, როგორც წესი ასიმპტომურია, თუმცა შესაძლოა ახასიათებდეს შემდეგი სიმპტომები:

  • წვა და ტკივილი მოშარდვისას;
  • ტკივილის შეგრძნება სქესობრივი აქტის დროს; 
  • ლორწოვანი გამონადენი სასქესო ორგანოდან ;
  • შარდის ამღვრევა (ფერის ცვალებადობა);
  • ტკივილი მენჯის და მუცლის არეში;
  • მენსტრუაციას შორის სისხლიანი გამონადენი;
  • ერექციის დარღვევა;
  • საერთო სისუსტე, სხეულის ტემპერატურის არამოტივირებული მომატება. 

ქლამიდიოზის პრევენცია

დაავადების პრევენციისთვის ყველაზე ეფექტური მეთოდია სქესობრივი კავშირი კონდომისა და ლუბრიკანტის (პრეზერვატივის) გამოყენებით. მოერიდეთ კონტაქტს ისეთ ბილოგიურ სითხეებთან, როგორიც არის სპერმა და ვაგინალური სითხე. 

ქლამიდიოზის დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტირებისთვის ტარდება შარდის ან ნაცხის ანალიზი. ქლამიდიოზის დროული დიაგნოზირება ამატივებს მისი მკურნალობის პროცესს.   არანამკურნალებმა დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გართულებები.

თუ ქლამიდიოზის სიმპტომები გაწუხებთ, ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა სქესობრივად გადამდები ინფექცია გქონდეთ, დიაგნოსტიკისთვის მიმართეტ ექიმ-ვენეროლოგს. 

ქლამიდიოზის მკურნალობა

ქლამიდიოზი სრულად განკურნებად დაავადებას წარმოადგენს. დაავადების მკურნალობის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდს ანტიბიოტიკოთერაპის კურსი წარმოადგენს.