Skip to content

რა არის ფანჯარა პერიოდი?

რა არის აივის ფანჯრის პერიოდი?

„აივის ფანჯრის პერიოდი“ ან „აივის ტესტის ფანჯრის პერიოდი“ იწყება აივ-ით ინფიცირებისას და მთავრდება მაშინ, როდესაც აივის ტესტს შეუძლია სწორად აჩვენოს დადებითი პასუხი. ამ პერიოდის განმავლობაში, ადამიანმა, ვინც აივით ინფიცირებულია, შესაძლოა მიიღოს აივ-ტესტის უარყოფითი შედეგი, რადგან მათ ჯერ არ აქვთ ორგანიზმში ანტისხეულების საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენოს. ეს არ ნიშნავს, რომ პიროვნება აივ-უარყოფითია. ინფიცირებიდან 4 კვირის შემდეგ ადამიანთა ნახევარს გამომუშავებული აქვს ანტისხეულები, 6 კვირის შემდეგ ეს მაჩვენებელი 95%-ს აღწევს, თუმცა ზოგიერთი ადამიანი ამ ანტისხეულებს არ გამოიმუშავებს ინფიცირებიდან 12 კვირამდე ადრე. სწორედ ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ არ ენდოთ ტესტის უარყოფით შედეგს, სანამ თქვენი შესაძლო ინფიცირების მომენტიდან 3 თვე არ არის გასული.