Skip to content

უსაფრთხო ინექცია

ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარება ჯანმრთელობისთვის საზიანოა, განსაკუთრებით საშიშია ნარკოტიკების მოხმარება საზიარო საინექციო საშუალებების გამოყენების გზით, რომლის დროსაც ადამიანი სისხლით გადამდები ისეთი დაავადებებისგადადების რისკის წინაშე დგება, როგორიცაა: აივი/შიდსი, ჰეპატიტები, სიფილისი და სხვ.

როგორ შევამციროთ აივ ინფიცირების რისკი ნარკოტიკების ინექციურ  მომხმარებლებში?

 

აივ ინფექციის რისკის შესამცირებლად საჭიროა სტერილური/საკუთარი საინექციო აღჭურვილობის გამოყენება და  დაცული სქესობრივი კავშირი.

არ ათხოვო და არ ითხოვო !- უსაფრთხო ინექციისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ საკუთარი ნემსის/შპრიცის ქონა, აუცილებელია ინდივიდუალური ჭურჭლის და აღჭურვილობის ქონა.

„გაზიარება“ ნიშნავს არა მხოლოდ სხვისი ნახმარი შპრიცით სარგებლობას, არამედ სხვისი ნახმარი ფილტრის, გასაზავებელი წყლის, წყლის ჭურჭლის, ბამბის/სპირტიანი ტამპონის, კოვზის მოხმარებას ან სხვისთვის გადაცემას.

რა შედის ინდივიდუალურ ჭურჭელში?

ახალი, სტერილური ნემსები და შპრიცები . თითოეული გაკეთება თითო სტერილური შპრიცით;

 

•  გასაზავებელი წყალი, ჭიქები;  ნარკოტიკული საშუალებების გაზავების ან შპრიცების გარეცხვის დროს არ გამოიყენოთ წყალი, რომელიც კონტაქტში იყო გამოყენებულ ნემსებთან, შესაძლოა ნემსებზე სხვისი სისხლი იყოს დარჩენილი;

• კოვზები ან ჭურჭელი. ვირუსული დაავადების გადადება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, როცა ერთ კოვზზე მომზადებულ ნარკოტიკულ საშუალებას სხვადასხვა შპრიცით ამოიღებთ; 

•  ფილტრები; გამოიყენეთ მხოლოდ საკუთარი ფილტრი. სხვისი ფილტრის გამოყენება სარისკოა, რადგან შესაძლოა მასზე სხვისი სისხლი იყოს დარჩენილი;

• ტამპონები/სველი სპირტიანი ხელსახოცები. ნუ მოხარშავთ ნახმარ ბამბის ტამპონებს და გაწურავთ მასში ჩარჩენილ ნარკოტიკის წვეთებს. ასეთი ხსნარის ინექციამ შესაძლოა გამოიწვიოს „ბამბის ციებ-ცხელება“;

• ინექცია განახორციელეთ სუფთა ხეელებით; 

• ის ზედაპირი, რომელზეც ნარკოტიკულ საშუალებას ამზადეთ, შესაძლებელია რომ სხვისი სისხლით იყოს დასვრილი;

•  თქვენივე სისხლმა შესაძლოა ბამბის ტამპონშიც კი გაჟონოს და თითები დაგისვაროთ, ამის გამო შესაძლოა დასვაროთ საინექციო ინსტრუმენტები.

 

შეუკვეთე სრულიად უფასოდ და კონფიდენციალურად ზიანის შემცირების სტერილური საინექციო აღჭურვილობა Selftest.ge-ზე. ხოლო თუკი გესაჭიროება შეუკვეთან კონსულტაციები, მიმართე ზიანის შემცირების პროგრამას სხვადასხვა ქალაქში. დაგვიკავშირდი: https://www.facebook.com/geohrn