საზაფხულო პერიოდში პლატფორმა შეფერხებით იმუშავებს.
გაცნობებთ, რომ საზაფხულო პერიოდში (14 აგვისტო - 4 სექტემბერი) ვებგვერდი Selftest.ge იმუშავებს შეფერხებით, კერძოდ:
თბილისში აღნიშნულ პერიოდში შეწყვეტილი იქნება როგორც საკურიერო, აგრეთვე ოფისიდან ე.წ. “თავად გატანის” სერვისი*;
საზაფხულო პერიოდში მიწოდება განხორციელდება ბათუმში, ზუგდიდში, გორში, თელავსა და რუსთავში*.
ამავე პერიოდში არ იმუშავებს ჩეტისა და სატელეფონო სერვისები, ხოლო ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ, გამოიყენოთ ელექტრონული ფოსტა Selftest@equality.ge.
მიწოდების სერვისი აღდგება 4 სექტემბრიდან და მანამდე გაკეთებული ყველა შეკვეთა ჩვეულებრივად მიეწოდებათ მომხმარებლებს.
*აღნიშნული მხოლოდ ეხება თანასწორობის მოძრაობის “ქისისა” და “ქიმსექსის კიტის” პროდუქტებს.
ვებგვერდის ადმინისტრაცია გიხდით ბოდიშს შესაძლო შექმნილი უსიამოვნებისთვის.