Skip to content

ინფორმაცია ვებგვერდზე დამატებული განახლებების შესახებ

გაცნობებთ, რომ ვებგვერდი განახლდა და მას დაემატა 2 მთავარი სიახლე, კერძოდ:

1. საიტის მთავარ გვერდზე გამოჩნდა ახალი ფანჯარა “ტესტის პასუხის დაბრუნება”, რომლის მეშვეობითაც უკვე საიტის არარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ ტესტის პასუხი დააბრუნონ. თუკი თქვენ მიიღეთ აივ ინფექციის ტესტი საიტზე დარეგისტრირებისა და შეკვეთის გარეშე, ჩატარებული ტესტის პასუხი შეგიძლიათ დააბრუნოთ ამ ფუნქციის გამოყენებით. “თანასწორობის მოძრაობის” პროდუქტის (ჩამოთვლითაგან პირველი) მიღების შემთხვევაში თუკი ფოტოს მეშვეობით დააბრუნებთ ტესტის პასუხს, ტელეფონის ანგარიშზე მიიღებთ 25 ლარს.

2. პლატფორმაზე დაემატა მეოთხე პროვაიდერი ორგანიზაცია “თემიდა”, რომლის პროდუქტიც “პროდუქციის” კატეგორიაში სულ მალე განთავსდება.