Skip to content

ინფორმაცია ვებგვერდზე დამატებული განახლებების შესახებ

გაცნობებთ, რომ ვებგვერდზე დაემატა რამდენიმე განახლება, კერძოდ:
1. პროდუქციის განყოფილებაში „ბალიში“ შეიცვალა „ქისით“. მომხმარებლებს შეუძლიათ აივ ინფექციის ტესტები, კონდომები, ლუბრიკანტები თუ სხვადასხვა საინფორმაციო მასალები უკვე განახლებულ შეფუთვაში მიიღონ. პირველ ეტაპზე „ქისის“ მიღება მხოლოდ თბილისში იქნება შესაძლებელი.


2. ტესტის პასუხის დარეპორტება უკვე ფოტოს მეშვეობითაც არის შესაძლებელი, რის სანაცვლოდაც ტელეფონის ანგარიშზე 25 ლარი ჩაგერიცხებათ. ამისთვის საჭიროა პროდუქციის განყოფილებიდან შეუკვეთოთ „ქისა“, გაიკეთოთ აივ ინფექციის ნერწყვის სწრაფი ტესტი, გადაუღოთ ტესტის პასუხს ფოტო და ატვირთოთ იგი საიტზე.