მუნი (ბღერი)
მუნი (ბღერი) არის ტკიპით გამოწვეული კანის დაავადება, რომელსაც ახასიათებს პატარა, მოწითალო ფერის კვანძების ფორმირება და ძლიერი ქავილი.
გადაცემის გზები:
მუნის გადაცემის ყველაზე ხშირ წყაროს ახლო კონტაქტში მყოფი პირები წარმოადგენენ. დაავადების გავრცელების 2 ძირითადი გზა არსებობს, პირდაპირი და არაპირდაპირი:
პირდაპირი - კანთან უშუალო და ხანგრძლივი შეხების დროს;
არაპირდაპირი - საყოფაცხოვრებო თუ პირად ნივთებთან უშუალო შეხებით.
მუნის სიმპტომები
მუნის ტიპიური სიმპტომია:
- კანის ძლიერი ქავილი, რომელიც ძლიერდება ღამით და სითბოში;
მუნის პრევენცია
მუნის პრევენციის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს ჰიგიენური ნორმების დაცვა და სხვა პიროვნების პირადი მოხმარების ნივთების გამოყენებისგან თავის შეკავება, საჭიროების შემთხვევაში კი მათი წმენდა-დეზინფექცია.
მუნის დიაგნოსტიკა
მუნის დიაგნოსტირებისთვის ხდება კანის ვიზუალური დათვალიერება და კანის ანაფხეკის შესწავლა.
მუნის მკურნალობა
დაავადება სრულად განკურნებადია, მაგრამ მკურნალობის პროცესი საჭიროებს დიდ ძალისხმევას.წარმატებული მკურნალობის მიუხედავად, ქავილი შესაძლოა გაგრძელდეს 2-4 კვირის განმავლობაში, მიზეზი კანზე დარჩენილი ტკიპის ნაწილებზე განვითარებული ალერგიული რეაქციაა.