Skip to content

აივ ინფექცია/შიდსი

რა არის აივ ინფექცია?

აივ ანუ  დამიანის მუნოდეფიციტის ირუსი არის ვირუსული ინფექცია, რომელიც გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს 3 გზით: 

  • დაუცველი (ანალური, ორალური, ვაგინალური) სექსით;
  • სისხლით ან სისხლის პროდუქტებით (მაგ. ნარკოტიკების ინექციურად მოხმარებისას საზიარო ნემსის/შპრიცის გამოყენებისას);
  • დედიდან შვილზე გადაცემა მუცლად ყოფნის, მშობიარობის ან/და ძუძუთი კვების დროს. 

 აივ ინფექცია ადამიანის სხეულში მოხვედრის შემდეგ აინფიცირებს და ანადგურებს სისხლის თეთრ უჯრედებს, რომლებსაც დამხმარე T ლიმფოციტებს უწოდებენ და ამ გზით ახერხებს გამრავლებას. ეს პროცესი დროთა განმავლობაში ადამიანის იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს. დაქვეითებულ იმუნიტეტს აღარ შესწევს ძალა, ებრძოლოს ორგანიზმში შემოჭრილ სხვა ბაქტერიებსა და ვირუსებს.

არსებობს აივის ორი ვარიანტი — აივ-1 და აივ-2 (HIV-1 და HIV-2). ორივე ტიპი ერთმანეთისაგან განსხვებულია.  შემთხვევათა 95% აივ-1-ზე მოდის, აივ-2 კი ძირითადად დასავლეთ აფრიკის მოსახლეობაში გვხვდება.

რა არის შიდსი?

აივ ინფექციის ორგანიზმში მოხვედრიდან საშუალოდ 8-10 წლის შემდეგ,  მას შემდეგ, რაც ვირუსი ანადგურებს დამხმარე T ლიმფოციტების პოპულაციას და მათი რაოდენობა 200 ერთეულზე დაბლა ჩამოდის, ვითარდება  შიდსის (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის) სტადია. შემთხვევითი არ არის სიტყვა სინდრომის გამოყენებაც, რადგან ქმედუნარიანი იმუნური სისტემის  გარეშე დარჩენილი ადამიანის ორგანიზმი, როგორც წესი, რამდენიმე დაავადების მსხვერპლი ერთდროულად ხდება.

 

აივ ინფექციის სიმპტომები

აივ ინფექციას პათოგნომური კლინიკური ნიშნები არ გააჩნია, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია დროული და პერიოდული ტესტირება აივ ინფექციაზე. თუკი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გქონია აივ ინფექციასთან ასოცირებული სარისკო ქცევა და გაწუხებს ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპოტომები, გამოიწერე სწრაფი ტესტი ჩევნი ვებ-გვერდიდან და ჩაიტარე ტესტირება. აივ ინფექციის შესაძლო სიმპტომებია: 

  • არამოტივირებული ცხელება; 
  • ძლიერი საერთო სისუსტე;
  • წონაში კლება სხეულის მასის 10%-ით და მეტად;
  • ოფლიანობა;
  • ლიმფური კვანძების გადიდება;
  • ფაღარათი;
  • სხვადასხვა სახის გამონაყარი კანსა და ლორწოვან გარსებზე;
  • თეთრი ფერის ნადები ენაზე;

აივ ინფექცია ლაბორატორიულად სადიაგნოსტიკო დაავადებაა. ამიტომ სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც, ტესტის ჩატარება აუცილებელია. 

 

როგორ უნდა მოვიქცე თუ ეჭვი გვაქვს აივ ინფექციაზე?

თუ თქვენ თვლით რომ სიმპტომები, რომლებიც გაწუხებთ შეიძლება აივ ინფექციით იყოს გამოწვეული, შეგიძლიათ Selftest.ge-დან გამოიწეროთ სწრაფი ტესტი  და დაახლოვებით 20 წუთში გაიგოთ თქვენი სტატუსი. თუ სწრაფი ტესტის შედეგი იქნება საეჭვო დადებითი, გადაგამისამართებთ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში, სადაც ვენური სისხლის აღების შემდეგ დადგინდება ხართ თუ არა აივ-დადებითი. 

როგორ დავიცვათ თავი აივ ინფექციისგან?

აივ ინფექციისგან თავდაცვის რამდენიმე გზა არსებობს:

არსებობს თუ არა აივ ინფექციის მკურნალობა?

დღესდღეობით აივ ინფექციის მკურნალობა არსებობს, მაგრამ განკურნება აჯერჯერობით არა. ეს იმას ნიშნავს, რომ აივ ინფექცია არის მართვადი, ქრონიკული დაავადება. თანამედროვე მედიცინას გააჩნია სხვადასხვა სახეობის მედიკამენტები (ანტირეტროვირუსული მედიკამენტები), რომლებიც ეწევიან ვირუსის ისეთ სუპრესიას(დათრგუნვას), რომ აივ-დადებითი ადამიანის სისხლში ვირუსი აღარჩანს. აივ-დადებითი ადამიანი, რომელიც მკურნალობს, ცხოვრობს ისეთივე ხარისხის სიცოცხლით, როგორითაც აივ-უარყოფითი ადამიანი. საქართველოში არვ თერაპია სრულიად უფასოა  და მასინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი უზრუნველყოფს.

გაიგეთ მეტი აივ ინფექციის მკურნალობასა და არვ თერაპიაზე.

გაიგეთ მეტი არაგანსაზღვრადი მდგომარეობის შესახებ.