გენიტალური ჰერპესი
გენიტალური ჰერპესი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაa, რომელიც გადაეცემა დაუცველი ანალური, ვაგინალური და ორალური სექსით.
რა იწვევს გენიტალურ ჰერპესს?
გენიტალური ჰერპესი შეიძლება გამოიწვიოს ორი ტიპის მარტივმა ჰერპეს ვირუსმა (HSV):
HSV-1. ეს არის მარტივი ჰერპეს ვირუსის ტიპი, რომელიც ჩვეულებრივ იწვევს ცივ წყლულებს (ცხელების ბუშტუკებს) პირის გარშემო. HSV-1 ვრცელდება კანის კანთან კონტაქტით, ასევე შეიძლება გავრცელდეს სასქესო ორგანოში დაუცველი ორალური კონტაქტისას.
HSV-2. ეს არის მარტივი ჰერპეს ვირუსის ტიპი, რომელიც ჩვეულებრივ იწვევს გენიტალურ ჰერპესს. ვირუსი ვრცელდება დაუცველი სქესობრივი და კანის კანთან კონტაქტით.
HSV-1 ან HSV-2 გვხვდება სხეულის სითხეებში, მათ შორის – ნერწყვში, სპერმასა და ვაგინალურ სეკრეტში.
გენიტალური ჰერპესის სიმპტომები
ადამიანთა უმეტესობამ, რომელიც ინფიცირებულია ვირუსით, შესაძლოა არ იცოდეს რომ ამ ვირუსის მტარებელია, რადგან სიმპტომები ძალზედ მსუბუქ ფორმებში ვლინდება.
გენიტალური ჰერპესის სიმპტომებია:
- ტკივილი ან ქავილი.
- მომცრო ზიმის წითელ ან თეთრ ბუშტუკოვანი გამონაყარი;
- წყლულები;
- ნაწიბურები.
დაავადების პრევენცია
დაავადების პრევენციისთვის ყველაზე ეფექტური მეთოდია სქესობრივი კავშირი კონდომისა და ლუბრიკანტის (პრეზერვატივის) გამოყენებით.
დიაგნოსტიკა
გენიტალური ჰერპესის დიაგნოსტიკისთვის მიმართავენ ექიმ-ინფექციონისტს და ჩაიტარეთ შარდის ან ნაცხის ანალიზი.
მკურნალობა
ჯერჯერობით გენიტალური ჰერპესისგან სრულიად განკურნების მეთოდი არ არსებობს, თუმცა მკურნალობისთვის გამოიყენება ანტირეტროვირუსული (არვ) თერაპია, რომელიც ამსუბუქებს სიმპტომებს და ამცირებს ინფექციის სხვა ადამიანზე გადადების რისკს. თერაპია ამცირებს დაავადების რეციდივის რისკებსაც.