Skip to content

ყველაფერი კონდომების შესახებ

კონდომები ბარიერული თავდაცვითი საშუალებების ერთ-ერთი ნაირსახეობაა, რომლის სწორად შერჩევასაც აქვს თავისი სარგებელი:

  • დაცული ხართ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან;
  • დაცული ხართ არასასურველი ორსულობისგან;
  • სქესობრვი აქტის ხარისხი უმჯობესდება.

იმისათვის, რომ ზემოაღნიშნული ყველა პირობა დააკმაყოფილოს კონდომმა, საჭიროა მისი სწორად შერჩევა ვიცოდეთ.

ზომას გააჩნია!

ყველაზე ხშირად კონდომის დაზიანების მიზეზი სწორედ მისი არასწორი ზომაა. გაითვალისწინეთ, თითოეული აქტის დროს: კონდომი არ უნდა იყოს ზედმეტად ვიწრო, არ უნდა იყოს მტკივნეული მისი კეთება სექსის დროს, ან პირიქით - არ უნდა იყოს ზედმეტად ფართე. კონდომის რეზინის კიდეეები სწორად და მსუბუქად უნდა ეკვროდეს პენისს. თუკი ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთი მაინც ირღვევა, საქმე გვაქვს კონდომის არასწორ შერჩევასთან.

განარჩევენ სამი ზომის კონდომს:

სტანდარტი/რეგულარი: 52-56მმ

პატარა: 49-52მმ

დიდი: 56-60მმ

როგორც წესი, კონდომები, რომელთაც სააფთიაქო ქსელში ვყიდულობთ, საშუალო ზომისაა და ექვემდებარება ყველა სტანდარტს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას თანაბრად ერგება.

კონდომები არომატით

გარდა სტანდარტული კონდომებისა, არსებობს კონდომები სხვადასხვა არომატით, (ძირითადად ხილის) რომელსაც ხშირად ორალურ კონდომებსაც ეძახიან. არომატიზებული კონდომები ისეთივე ხარისხისაა, როგორც არაარომატიზებული, განსხვავება მხოლოდ არომატებშია.

ალერგიული რეაქცია ლატექსზე

კონდომების უმეტესობა ლატექსისგან მზადდება. თუმცა, ზოგიერთ ადამიანს ალერგიული რეაქცია აქვს ლატექსზე. ალერგია ძალზედ მარტივად, როგორც წესი, მსუბუქი გამონაყარით გამოიხატება და თავს იჩენს კონდომის გამოყენებიდან რამდენიმე საათის შემდგომ.

მათთვის, ვისაც ლატექსზე ალერგია აქვს, არსებობს სხვადასხვა მასალით დამზადებული კონდომები: პოლიურეთანი, პოლიიზოპრენი.

სად ვიშოვო კონდომი?

კონდომის შოვნა ძალიან მარტივია ნებისმიერ სააფთიაქო ქსელში.

ამასთან, შეგიძლიათ Selftest.ge-ზე შეუკვეთოთ ლატექსის კონდომები სრულიად უფასოდ და კონფიდენციალურად.