Skip to content

ვენერიული ლიმფოგრანულომა

ვენერიული ლიმფოგრანულომას გამომწვევი ბაქტერია Chlamydia Trachomatis-ის ერთ-ერთი შტამი იწვევს. დაავადების გამომწვევი ორგანიზმში ხვდება კანსა და ლორწოვანზე არსებული მიკრონახეთქებისა და ნაკაწრების გავლით. პროცესის გავრცელების შედეგად კი ზიანდება ლიმფური კვანძები.

ვენერიული ლიმფოგრანულომას გადაცემის გზები 

გადაცემა უპირატესად ხდება სქესობრივი გზით. იგი შესაძლოა გავრცელდეს როგორც ვაგინალური და ანალური, ასევე - ორალური სქესობრივი კავშირის შედეგად. აგრეთვე, პარტნიორებს შორის სექს-სათამაშოების გაზიარების დროს. აღსანიშნავია, რომ დაავადების გადაცემა შესაძლებელია უსიმპტომო პერიოდშიც. 

ვენერიული ლიმფოგრანულომას სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს საინკუბაციო პერიოდი, რომელიც ძირითადად რამდენიმე დღე გრძელდება. 

დაავადების პირველ ეტაპზე მამაკაცებში სასქესო ორგანოსა და სათესლეებზე, ხოლო ქალებში - საშოსა და საშვილოსნოს ყელის კედლებზე ჩნდება ბუშტუკები. 

რამედენიმე თვის შემდეგ, დაავადების მეორე ეტაპზე შესაძლოა ბაქტერიამ ადამიანს ლიმფური კვანძები დაუზიანოს. მამაკაცებს უპირატესად ლიმფური კვანძები უზიანდებათ საზარდულის მიდამოში მიდამოში, ძირითადად ცალ მხარეს, ხოლო ქალებს – მცირე მენჯის ღრუში. 

რამდენიმე კვირაში ლიმფური კვანძები მკვეთრად დიდდება და ხდება მტკივნეული. გარკვეული კვანძებიდან მოყვითალო ფერის სითხე, ან ჩირქი გამოდის და ეს პროცესი შესაძლოა თვეები ან წლებიც კი გაგრძელდეს. დროთა განმავლობაში აღინიშნება ცხელება, თავისა და სახსრების ტკივილი, ცუდი მადა, გულისრევა, პიღებინება, ტკივილი წელის მიდამოში, სწორი ნაწლავის ანთება.

პრევენცია

დაავადების პრევენციის რამდენიმე საშუალებას გამოყოფენ:

  • კონდომისა და ლუბრიკანტის გამოყენება სექსის დროს;
  • სექს-სათამაშოების გაზიარებისგან თავის შეკავება, ან მათი კარგად რეცვა-დეზინფექცია გამდინარე წყლით და საპნით; 
  • პირადი ჰიგიენის დაცვა.

დიაგნოსტირება

ვენერიული ლიმფოგრანულომას დიაგნოსტირებისას გამოიყენება ლაბორატორიული კვლევები, ნაცხის ან შარდის ანალიზი

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მიმდინარეობს ანტიბიოტიკების  მეშვეობით. დაავადება სრულად იკურნება.