Skip to content

ციტომეგალოვირუსი

ციტომეგალოვირუსი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჰერპესის ჯგუფის ინფექციური დაავადებაა. 

დაავადების გადაცემა

დაავადების გავრცელება ხდება:

  • ჰაერ-წვეთოვანი გზით;
  • დაუცველი სქესობრივი გზით;
  • ტრანსმისიული გზით - დაავადებული სისხლის გადასხმით;
  • ვერტიკალური გზით – ორსულიდან  ნაყოფზე, ან ძუძუთი კვების დროს;

ციტომეგალოვირუსის პრევენცია

ვირუსის პრევენციისთვის ეფექტური საშუალება პირადი ჰიგიენის დაცვაა. არ გააზიაროთ უცხო ადამიანებთან პირადი ჰიგიენური თუ საყოფაცხოვრებო ნივთები, ყოველი სქესობრივი კავშირის დროს გამოიყენეთ კონდომი. 

ციტომეგალოვირუსის სიმპტომები

ვირუსის სიმპტომებია:

  • ვირუსული დაავადებების გააქტიურება;
  • ბრონქიტის, პნევმონიის განვითარება და შინაგანი ორგანოების დაზიანება;
  • თირკმელების ქსოვილების დაზიანება;
  • გახანგრძლივებული რესპირატორული დაავადებები;
  • კუნთების ტკივილი;
  • თავის ტკივილი;
  • ლიმფური კვანძების დაზიანება და ლიმფადენიტის განვითარება;
  • გამონაყარი კანზე.

ციტომეგალოვირუსის დიაგნოსტიკა

ვირუსის დიაგნოსტიკისთვის მიმართავენ ექიმ-ინფექციონისტს, სადაც ჩაგიტარდებათ ლაბორატორიული ტესტირება. 

ციტომეგალოვირუსის მკურნალობა

მიუხედავად იმისა, რომ დაავადებისგან სრული განკურნება არ არსებობს, ვირუსის მკურნალობა ხდება იმუნიტეტის გაძლიერებითა და ექიმის მიერ დაინიშნული სხვადასხვა ანტიბიოტიკის მეშვეობით.