Skip to content

ტრიქომონიაზი

ტრიქომონიაზი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული  სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა. 

ტრიქომონიაზის გადაცემის  გზები

ინფექცია ძირითადად დაუცველი სექსის შედეგად ვრცელდება, თუმცა იგი ასევე შეიძლება გადაეცეს ერთი ადამიანიდან მეორეს საზიარო  სექს-სათამაშოების მოხმარებით. 

ტრიქომონიაზი არ გადადის:

ინფექცია არ გადაეცემა კოცნის, ჩახუტების, ტუალეტის დასაჯდომის, საზიარო ჭურჭლის გამოყენებით. 

სიმპტომატიკა

ტრიქომონიაზის სიმპტომები ძირითადად ვითარდება ინფიცირებიდან ერთი თვის განმავლობაში. ინფექციის დამახასიათებელი სიმპტომებია: შარდსადენის წვა, მოშარდვისას და მას შემდეგ უჩვეულო მოყვითალო გამონადენი, გენიტალიების წვისა და ქავილის შეგრძნება, გაღიზიანების შედეგად განვითარებული სიწითლე. ადამიანთა დიდ ნაწილს აღნიშნული დაავადება სრულიად უსიმპტომოდ შეიძლება ჰქონდეს. 

დიაგნოსტიკა

თუ ტრიქომონიაზის სიმპტომები გაწუხებთ, ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა სქესობრივად გადამდები ინფექცია გქონდეთ, დიაგნოსტიკისთვის მიაკითხეთ ექიმ-ვენეროლოგს. 

ტრიქომონიაზის მკურნალობა

ტრიქომონიაზი  სრულად განკურნებადი ინფექციაა და  მისი მკურნალობა ანტიბიოტიკების საშუალებითაა შესაძლებელი.