ტესტის ინსტრუქცია
OraQuick აივ-ის ტესტი მიეკუთვნება ტესტების იმ კატეგორიას, რომელიც ადამიანს სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი დახმარების გარეშე აძლევს შესაძლებლობას გაიგოს თავისი აივ სტატუსი რამდენიმე წუთში.
ტესტირების პაკეტში შედის ტესტირების ფანჯრის მქონე ბრტყელი საფენი, ბუფერიანი სინჯარა, სინჯარის სადგამი, ინსტრუქცია ქართულ ენაზე, ქაღალდის კონვერტი ტესტის ნაგავში გადასაგდებად.
ტესტი ნერწყვის მეშვეობით კეთდება და ორგანიზმში აივ ინფექციის აივ-1 და აივ-2 შტამების ანტისხეულების არსებობას ადგენს. ამისთვის საჭიროა ტესტირების ფანჯრის მქონე თეთრ ბრტყელ საფენზე პირის ღრუდან (კერძოდ ღრძილებიდან) მოახვედროთ ნერწყვი, ჩადოთ სპეციალურ ბუფერიან სინჯარაში და დაელოდოთ 20-40 წუთის განმავლობაში.
ტესტის საეჭვო დადებითი პასუხი (2 ხაზი) აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი აივ-დადებითია. საეჭვო დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში, უნდა მიაკითხოთ ახლომდებარე კლინიკურ დაწესებულებას და ჩაიტაროთ ე.წ. კონფირმაციული ტესტი.
ტესტის უარყოფითი პასუხი (1 ხაზი) ასევე არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ ადამიანი აივ-უარყოფითია იმ შემთხვევაში, თუ სარისკო ქცევიდან 3 თვე არ არის გასული და იგი ჯერ კიდევ იმყოფება ე.წ. ფანჯრის პერიოდში.