სოკოვანი ინფექცია (კანდიდამიკოზი)
კანდიდამიკოზი (იგივე კანდიდოზი, კანდიდიაზი, მონილიაზი) არის კანის, ლორწოვანი გარსებისა და შინაგანი ორგანოების ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს კანდიდას ტიპის საფუარისმაგვარი საპროფიტი სოკოები. კანდიდამიკოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულ დაავადებას წარმოადგენს.
კანდიდამიკოზის გადაცემის გზები
კანდიდამიკოზის გადაცემის 4 ძირითადი გზა არსებობს: იგი შეიძლება იყოს პირველადი, ანუ სქესობრივი გზით , გავრცელდეს ინფიცირებული პირის პირადი მოხმარების საგნებიდან, ანტიბიოტიკების ჭარბი მიღებით გამოწვეული, ან სხვა დაავადებების ფონზე განვითარებული.
საყურადღებოა, რომ სოკოვანი ინფექციის განვითარებას ძლიერ უწყობს ხელს იმუნიტეტის დაქვეითება.
დაავადების სიმპტომები
კანდიდამიკოზის ძირითადი სიმპტომებია: ჭარბი მოთეთრო სუნიანი გამონადენი საშოდან, სასქესო მიდამოების შეწითლება, შესიება და ქავილი. წვა და ქავილი მოშარდვისას.
კანდიდამიკოზის პრევენცია
ინფექციის პრევენციის რამდენიმე მეთოდი არსებობს: დაიცავით თავი სექსის დროს, მიმართეთ ექიმს დიაგნოსტიკისთვის წელიწადში ერთხელ, მოერიდეთ, დაიცავით პირადი ჰიგიენა.
კანდიდამიკოზის დიაგნოსტიკა
თუ კანდიდამიკოზის სიმპტომები გაწუხებთ, ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა სქესობრივად გადამდები ინფექცია გქონდეთ, დიაგნოსტიკისთვის მაკითხეთ ექიმ-ვენეროლოგს, სადაც ჩაგიტარდებათ საშოდან ან შარდსადენიდან აღებული ნაცხის ბაქტერიოლოგიური და ბაქტერიოსკოპიული კვლევა.
კანდიდამიკოზის მკურნალობა
კანდიდამიკოზის მკურნალობის რამდენიმე გზა არსებობს. ყველაზე გავრცელებული ანტიმიკოზური, ანუ სოკოს საწინააღმდეგო სპეციფიური პრეპარატების გამოყენებაა.