Skip to content

სიფილისი

სიფილისი ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ინფიცირებულ ადამიანთან  დაუცველი სექსუალური კავშირის შედეგად ვრცელდება.სიფილისის გამომწვევია ბაქტერია - მკრთალი ტრეპონემა (Treponema pallidum).

სიფილისის გადაცემის გზები

სიფილისი გადაეცემა პირდაპირი დაუცველი კონტაქტით (სქესობრივი აქტის დროს), ვაგინალური, ანალური ან/და ორალური გზით. სიფილისურ შანკრთან კონტაქტისას (კანის/ლორწოვანის დაზიანებული უბანი), რომელიც შეიძლება მდებარეობდეს საშოზე, ანუსის მიდამოში, ანუსში, პენისზე, იშვიათად: ტუჩებზეც - ხდება დაინფიცირება. სიფილისით დაავადებულმა ორსულმა, დაავადება შესაძლოა  ნაყოფს გადასცეს. 

სიფილისით დაინფიცირება ასევე შესაძლებელია დაინფიცირებული ადამიანის მიერ გამოყენებული შპრიცის ან სისხლის გადასხმით.

სიფილისი არ გადაეცემა: საერთო ტუალეტის და აბაზანის გამოყენებით, კარის სახელურით, საცურაო აუზებით, საერთო ტანსაცმელის და საერთო ნივთების  საყოფაცხოვრებო მოხმარებით. 

სიფილისს გააჩნია ინკუბაციური პერიოდი,  21 დღე. ეს არის პერიოდი, როდესაც ადამიანი ინფიცირებულია,  თუმცა სიმპტომები ჯერ კიდევ არ არის გამოხატული .  10- დან 90 დღემდე პერიოდში  ვლინდება პირველი სიმპტომები, რომელიც დამოკიდებულია დაავადების სტადიებზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ადამიანს სიმპტომები საერთდ არ აღენიშნება ან სიფილისის სიმპტომები ყოველთვის არ არის თვალსაჩინო. ასევე, ზოგჯერ, შეიძლება გაქრეს კიდეც, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ დაავადება დასრულდა თვითგამოჯანმრთელებით და მაინც აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია და  მკურნალობა.

არსებობს სიფილისის 3 სტადია, თავისი მკვეთრად გამოხატული სიმპტომებით:

პირველადი სიფილისი

თავიდან პირველადი სიმპტომების სახით ჩნდება კანის, ლორწოვანი გარსის ერთი ან მრავალი დაზიანების კერა - სიფილისური შანკრი (სიფილისისთვის დამახასიათებელი წყლული). შანკრი ძირითადად ვითარდება უშუალოდ ბაქტერიის შეჭრის ადგილას. შანკრის უმტკივნეულო მიმდინარეობა შესაძლოა გახდეს მისი ყურადღების მიღმა დარჩენის მიზეზი. 3-6 კვირის მანძილზე სიმპტომები ქრება, მიუხედავად იმისა,  ჩატარდა თუ არ ჩატარებულა მკურნალობა.

არასრულად (არასათანადოდ) ჩატარებული მკურნალობის შემთხვევაში  ვითარდება მეორეული სიფილისი, შანკრის პენისის თავზე გამოხატული ფორმებით. 

მეორეული სიფილისი

კანზე ჩნდება გამონაყარი, ან პატარა წყლულები. აღნიშნული  დაზიანებები უმეტესად  ჩნდება პირის მიდამოში, შორისის მიდამოებში, ანუსთან. ჩამოთვლილი დაზიანებები და გამონაყარი მას შემდეგ იჩენს თავს, რაც პირველადი სიფილისის შანკრი ქრება. გამონაყარი შეიძლება გაჩნდეს ხელის და ფეხის გულებზეც, რომლებიც არ იწვევს ქავილს, აქვთ მოწითალო-მოყავისფრო შეფერილობა. იმავე ტიპის გამონაყარი შესაძლოა სხვა   დაავადებებსაც ახასიათებდეს, ამიტომ მხოლოდ ამ სიმპტომების საფუძველზე მსჯელობა არ არის რელევანტური. 

კანის მშრალ ადგილებში გამონაყარი შესამჩნევი და დიდია, ხოლო სხეულის ტენიან უბნებში (საზარდულის მიდამო, პირი, იღლიის ფოსოები) გამონაყარი შეიძლება იყოს სუსტად გამოხატული და შეუმჩნეველი.

მეორეული სიფილისის სხვა სიმპტომები: ცხელება, ლიმფური კვანძების გადიდება, ყელის ტკივილი, თმის ე.წ. ბუდობრივი ცვენა, წონაში კლება, თავის ტკივილი. 

მკურნალობის ჩატარების მიუხედავად, მეორეული სიფილისის გამოხატული სიმპტომები ქრება, და დგება ლატენტური (ფარული) სტადია, რა დროსაც პაციენტს არ აღენიშნება არანაირი სიმპტომი და შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს ავადობა. 

მესამეული (ნეიროსიფილისი)

 ზემოთ აღნიშნული სტადია მკურნალობის არარსებობის ან/და არასრულად ჩატარების შემთხვევაში დგება ინფიცირიბიდან  საშუალოდ, სტატისტიკურად 10-30 წლის შემდეგ.

ნეიროსიფილისური ფაზის სიმპტომებია: კუნთების კოორდინაციის შესუსტება, პარალიზი, პარესთეზიები (მგრძნობელობის დაკარგვა), მხედველობის დაქვეითება, დემენცია, შინაგანი ორგანოების, ნერვების, თვალების, სისხლძარღვების, ძვლების ან/და სახსრების დაზიანება, რის შემდეგაც დგება ფატალური შედეგი. ნეიროსიფილისური სტადიის სიმპტომები დაკავშირებულია აღნიშნულ სტადიაზე ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებით, რის შედეგადაც, 

სიფილისის პრევენცია

სიფილისის პრევენცია ყოველთვის არ არის შესაძლებელი, მაგრამ სქესობრივად აქტიური ადამიანებისთვის რისკის შემცირება შესაძლებელია უსაფრთხო სქესობრივი ურთიერთობის პრაქტიკის დანერგვით, რაც გულისხმობს:

სექსის დროს კონდომის ა და ლუბრიკანტის გამოყენებას;

 სექს-სათამაშოების გაზიარებისას კონდომის გამოყენება, გამოყენებული სექს-სათამაშოების საფუძვლიანი  წმენდა-დეზინფექცია ცხელი, გამდინარე წყლითა და საპონით.

სიფილისის დიაგნოსტირება

სიფილისი თვითგამოჯანრთელებით არ სრულდება, მისი დიაგნოსტირება კი მხოლოდ ლაბორატორიული ტესტირებითაა შესაძლებელი. შესაბამისად, თუ სიფილისის სიმპტომები გაწუხებთ, ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა სქესობრივად გადამდები რომელიმე ინფექცია გაქვთ, დიაგნოსტიკისთვის მიმართეთ ექიმ-ვენეროლოგს. 

ნახეთ, სად შეგიძლიათ ჩაიტაროთ სიფილისის სისხლის სწრაფი ტესტი სრულიად უფასოდ და ანონიმურად:

მკურნალობა

სიფილისის მკურნალობა  ხდება ანტიბიოტიკებით. 

  1. კუნთშიდა ინექციის სახით;
  2. ორალურად მისაღები აბების სახით.