Skip to content

რისკის შეფასების კალკულატორი

რა ტიპის ქცევა გქონდათ?

ანალური სექსი
ვაგინალური სექსი
ორალურული სექსი
ნარკოტიკების გამოყენება ინექციურად

გამოიყენეთ თუ არა კონდომი?

დიახ
არა
კონდომი დაზიანდა/მოსცილდა

ძალიან დაბალი რისკი

პასუხებიდან გამომდინარე აივით დაინფიცირების რისკი ძალიან დაბალია. კონდომი ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება და 99%-ით გიცავთ ნებისმიერი სექსუალური გზით გადამდები ინფექციისაგან. მიუხედავად ამისა, მაინც გირჩევთ ყოველ 3-6 თვეში ერთხელ რეგურალურად გაიკეთოთ აივზე სწრაფი ტესტი.

ამჟამად მოიხმართ თუ არა პრეპს?

დიახ
არა

ძალიან დაბალი რისკი/რისკი თითქმის არ არსებობს

PrEP-ის დანიშნულებისამებრ გამოყენება აივ ინფექციისგან 99%-მდე დაგიცავთ. პრეპის ფარგლებში გამოიყენება აივ ინფექცია/შიდსის სამკურნალო მედიკამენტი, რომელსაც წლების განმავლობაში ათასობით ადამიანი იყენებს. პრეპ მედიკამენტების უსაფრთხოება დამტკიცებულია ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA-ს) მიერ. აღსანიშნავია, რომ PrEP არ იცავს სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან (მაგ: სიფილისი, გონორეა, ქლამიდიოზი, ჰეპატიტები), შესაბამისად, კონდომის გამოყენება და სხვადასხვა სექსუალური გზით გადამდებ ინფექციებზე ტესტირება კვლავ აუცილებელია.

გასულია თუ არა 72 საათი ამ შემთხვევიდან?

დიახ
არა

რისკის ქვეშ

ახლა რა ვქნა?
თქვენ უნდა ჩაიტაროთ აივ ინფექციაზზე ტესტირება!
ტესტირება
აივ ინფექციის თანამედროვე ტესტები ძალზედ მაღალი სენსიტიურობითა და სიზუსტით გამოირჩევა. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს აივ ინფექციის ისეთი ტესტი, რომელიც შესაძლო ინფიცირებიდან 1 ან 2 დღეში შეძლებდა დაედგინა, მოხდა ადამიანის ინფიცირება თუ არა. იმისათვის, რომ ტესტი არ შეცდეს, საჭიროა საეჭვო კონტაქტიდან ტესტირება ჩავიტაროთ 90 დღის (3 თვე) შემდეგ.
90 დღიანი ფანჯარა პერიოდის დაცვა ძალზედ მნიშვნელოვანია. ვინაიდან, ადრეულმა ტესტირებამ შესაძლოა მოგვცეს ცრუ უარყოფითი შედეგი. ამ დროს კი პირი შესაძლია ინფიცირებული იყოს და აქტიურად ავრცელებდეს ვირუსს, ვინაიდან ინფიცირების პირველ ეტაპზე აივ რნმ-ის რაოდენობა სისხლში და სხვა ბიოლოგიურ სითხეებში ძალზედ მაღალია.
არსებობს აივ ინფექციის სხვადასხვა თაობის ტესტები და, შესაბამისად, მათი ფანჯარა-პერიოდიც განსხვავებულია. აივ ინფექციის ტესტის ტიპებისა ფანჯარა-პერიოდის შესახებ სრულ ინფორმაციას წაიკითხავ აქ
90 დღიანი ლოდინი ძალიან დამღლელი და დამთრგუნველია მით უფრო მაშინ, თუკი ღელავ საკუთარი ტესტის პასუხზე. თუ გსურს ამ პერიოდში ვინმეს გაესაუბრო, ჩვენ გთავაზობთ ფსიქოლოგის უფასო და ანონიმურ კონსულტაციას. ვიზიტის დაჯავშნას შეძლებ ონლაინ. ვიზიტის დაჯავშნა ასევე, შეგიძლია ჩაიტარო უფასო ტესტირება სქესობრივი გზით გადამდებ სხვა დაავადებებზე.
ვიზიტის დაჯავშნა 
პრეზერვატივები
ინფიცირების პირველ ეტაპზე აივ რნმ-ის რაოდენიობა სისხლში და სხვა ბიოლოგიურ სითხეებში ძალიან მაღალია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ დროს ვირუსი ძალზედ გადამდებია. გამოიყენე პრეზერვატივი ყოველი სქესობრივი კავშირის დროს, რათა დაიცვა საკუთარი თავი და სხვები სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან.
ჩვენ გთავაზობთ პრეზერვატივებსა და ლუბრიკანტებს სრულიად უფასოდ და ანონიმურად. მათ გამოწერას კი ამავე ვებ-გვერდიდან შეძლებ გამოწერა. ასევე შეგიძლია მათი მიღება ფიზიკურ სივრცეშიც. იმის გასაგებად, თუ სად შეგიძლია მიიღო უფასო პრეზერვატივები, გადადი ბმულზე. დააჭირე აქ

თქვენ ხართ მაღალი რისკის ქვეშ

ახლა როგორ მოვიქცე?
თქვენ უნდა მიიღოთ პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკა! (PEP)
პეპ-ი (პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკა) თუ საეჭვო სქესობრივი კონტაქტიდან 72 საათზე ნაკლებია გასული, ამ შემთხვევაში, აუცილებელია, დაუყოვნებლივ დაიწყო PEP (პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკა) , ანუ ანტირეტროვირუსული მედიკამენტების ხანმოკლე კურსი, რომელიც აივ ინფექციით ინფიცირებისაგან დაგიცავს. პეპ-ის მისაღებად, რაც შეიძლება მალე უნდა მიმართო თანასწორობის მოძრაობას ან ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს. რადგან, პეპ კურსის ეფექტურობას განსაზღვრავს მისი დაწყების დრო. რაც უფრო ადრე იწყება მიღება, მით მეტია ეფექტურობაც. უმჯობესია, პეპის დაწყება აივ-ით შესაძლო ინფიცირებიდან 24 საათის (ან არაუგვიანეს 72 საათის) განმავლობაში. პეპის ეფექტურობა მაღალია. დროულად დაწყებული მკურნალობის წარუმატებლობა კი ძალზედ იშვიათია. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პეპის მიღებას დროულად ვიწყებთ, ის 100 %-ით არ გამორიცხავს აივ-ით ინფიცირების რისკს. პეპ-ზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გადადი ქვემოთ მოცემულ ბმულზე. (გაიგე მეტი) თუ ფიქრობ, რომ 72 საათის განმავლობაში პეპ-ის დაწყებას ვერ შეძლებ, უფრო შესაფერისი რჩევის მისაღებად, შეცვალე ზემოთ მოცემული პასუხი.
პრეზერვატივები
ინფიცირების პირველ ეტაპზე აივ რნმ-ის რაოდენიობა სისხლში და სხვა ბიოლოგიურ სითხეებში ძალიან მაღალია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ დროს ვირუსი ძალზედ გადამდებია. გამოიყენე პრეზერვატივი ყოველი სქესობრივი კავშირის დროს, რათა დაიცვა საკუთარი თავი და სხვები სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან. ჩვენ გთავაზობთ პრეზერვატივებსა და ლუბრიკანტებს სრულიად უფასოდ და ანონიმურად. მათ გამოწერას კი ამავე ვებ-გვერდიდან შეძლებ (გამოწერა) . ასევე, შეგიძლია მათი მიღება ფიზიკურ სივრცეშიც . იმის გასაგებად, თუ სად შეგიძლია მიიღო უფასო პრეზერვატივები, გადადი ბმულზე. (დააჭირე აქ)

გამოიყენეთ თუ არა კონდომი?

დიახ
არა
კონდომი დაზიანდა/მოსცილდა

თქვენ გაქვთ გარკვეული რისკი

დაუცველი ვაგინალური სექსით აივ ინფექციის გადაცემის რისკი არსებობს. თუმცა, ამ გზით გადაცემის შანსი ბევრად დაბალია ანალურ სექსთან შედარებით.
როგორ მოვიქცე?
თუ საეჭვო სქესობრივი კონტაქტიდან 72 საათზე ნაკლებია გასული, ამ შემთხვევაში, აუცილებელია დაუყოვნებლივ დაიწყო PEP (პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკა) ანუ ანტირეტროვირუსული მედიკამენტების ხანმოკლე კურსი, რომელიც აივ ინფექციით ინფიცირებისაგან დაგიცვს. პეპ-ის მისაღებად, რაც შეიძლება მალე უნდა მიმართო თანასწორობის მოძრაობას ან ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს, რადგან პეპ კურსის ეფექტურობას განსაზღვრავს მისი დაწყების დრო. რაც უფრო ადრე იწყება მიღება, მით მეტია ეფექტურობაც. უმჯობესია, პეპის დაწყება აივ-ით შესაძლო ინფიცირებიდან 24 საათის (ან არაუგვიანეს 72 საათის) განმავლობაში. პეპის ეფექტურობა მაღალია. დროულად დაწყებული მკურნალობის წარუმატებლობა კი ძალზედ იშვიათია. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პეპის მიღებას დროულად ვიწყებთ, ის 100 %-ით არ გამორიცხავს აივ-ით ინფიცირების რისკს. პეპ-ზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გადადი ქვემოთ მოცემულ ბმულზე. (გაიგე მეტი) თუ ფიქრობ, რომ 72 საათის განმავლობაში პეპ-ის დაწყებას ვერ შეძლებ, უფრო შესაფერისი რჩევის მისაღებად, შეცვალე ზემოთ მოცემული პასუხი.
თუკი 72 საათი უკვე გავიდა?
ჩაიტარეთ ტესტირება აივ ინფექციასა და სხვა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე!
ტესტირება აივ ინფექციის თანამედროვე ტესტები ძალზედ მაღალი სენსიტიურობითა და სიზუსტით გამოირჩევა. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს აივ ინფექციის ისეთი ტესტი, რომელიც შესაძლო ინფიცირებიდან 1 ან 2 დღეში შეძლებდა დაედგინა, მოხდა ადამიანის ინფიცირება თუ არა. იმისათვის, რომ ტესტი არ შეცდეს, საჭიროა საეჭვო კონტაქტიდან ტესტირება ჩავიტაროთ 90 დღის (3 თვე) შემდეგ. 90 დღიანი ფანჯარა-პერიოდის დაცვა ძალზედ მნიშვნელოვანია. ვინაიდან, ადრეულმა ტესტირებამ შესაძლოა მოგვცეს ცრუ უარყოფითი შედეგი. ამ დროს კი პირი შესაძლოა ინფიცირებული იყოს და აქტიურად ავრცელებდეს ვირუსს, ვინაიდან ინფიცირების პირველ ეტაპზე აივ რნმ-ის რაოდენობა სისხლში და სხვა ბიოლოგიურ სითხეებში ძალზედ მაღალია. არსებობს აივ ინფექციის სხვადასხვა თაობის ტესტები და, შესაბამისად, მათი ფანჯარა პერიოდიც განსხვავებულია. აივ ინფექციის ტესტის ტიპებისა ფანჯარა პერიოდის შესახებ სრულ ინფორმაციას წაიკითხავ აქ 90 დღიანი ლოდინი ძალიან დამღლელი და დამთრგუნველია მით უფრო მაშინ, თუკი ღელავ საკუთარი ტესტის პასუხზე. თუ გსურს ამ პერიოდში ვინმეს გაესაუბრო, ჩვენ გთავაზობთ ფსიქოლოგის უფასო და ანონიმურ კონსულტაციას. ვიზიტის დაჯავშნას შეძლებ ონლაინ. (ვიზიტის დაჯავშნა) ასევე შეგიძლია ჩაიტარო უფასო ტესტირება სქესობრივი გზით გადამდებ სხვა დაავადებებზე.(ვიზიტის დაჯავშნა)

ორალური სექსით აივ ინფექციის გადაცემის რისკი ძალიან დაბალია, რადგან ნერწყვი შეიცავს ენზიმებს, რომელიც აივ-ის წინააღმდეგ ბუნებრივი დამცავის როლს ასრულებს. აივ-ის ორალური გზით გადადების რისკს ზრდის ღია და სისხლმდენი ჭრილობების არსებობა პირის ღრუში. თუ ფიქრობ, რომ აივ-ის რისკის ქვეშ ხარ, ჩვენ გთავაზობთ, აივ ინფექციის უფასო, ანონიმურ და სწრაფ ტესტს, რომელსაც ამავე ვებ-გვერდიდან გამოიწერ. მაგრამ გაითვალისწინე : იმისათვის, რომ ტესტმა ზუსტი პასუხი მოგცეს, საეჭვო კონტაქტიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 90 დღე. (ტესტის გამოწერა)   რიმინგით აივ ინფექციის გადაცემა არ ხდება, თუმცა ამ გზით ადვილად გადაიცემა ჰეპატიტი A და ზოგიერთი ნაწლავური ინფექციები.

გამოიყენეთ თუ არა საზიარო ნემსი?

დიახ
არა

ამჟამად მოიხმართ თუ არა პრეპს?

დიახ
არა

ძალიან დაბალი რისკი/რისკი თითქმის არ არსებობს

PrEP-ის დანიშნულებისამებრ გამოყენება აივ ინფექციისგან 99%-მდე დაგიცავთ. პრეპის ფარგლებში გამოიყენება აივ ინფექცია/შიდსის სამკურნალო მედიკამენტი, რომელსაც წლების განმავლობაში ათასობით ადამიანი იყენებს. პრეპ მედიკამენტების უსაფრთხოება დამტკიცებულია ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA-ს) მიერ. აღსანიშნავია, რომ PrEP არ იცავს სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან (მაგ: სიფილისი, გონორეა, ქლამიდიოზი, ჰეპატიტები), შესაბამისად, კონდომის გამოყენება და სხვადასხვა სექსუალური გზით გადამდებ ინფექციებზე ტესტირება კვლავ აუცილებელია.

გასულია თუ არა 72 საათი ამ შემთხვევიდან?

დიახ
არა

რისკის ქვეშ

ახლა რა ვქნა?
თქვენ უნდა ჩაიტაროთ აივ ინფექციაზზე ტესტირება!
ტესტირება
აივ ინფექციის თანამედროვე ტესტები ძალზედ მაღალი სენსიტიურობითა და სიზუსტით გამოირჩევა. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს აივ ინფექციის ისეთი ტესტი, რომელიც შესაძლო ინფიცირებიდან 1 ან 2 დღეში შეძლებდა დაედგინა, მოხდა ადამიანის ინფიცირება თუ არა. იმისათვის, რომ ტესტი არ შეცდეს, საჭიროა საეჭვო კონტაქტიდან ტესტირება ჩავიტაროთ 90 დღის (3 თვე) შემდეგ.
90 დღიანი ფანჯარა პერიოდის დაცვა ძალზედ მნიშვნელოვანია. ვინაიდან, ადრეულმა ტესტირებამ შესაძლოა მოგვცეს ცრუ უარყოფითი შედეგი. ამ დროს კი პირი შესაძლია ინფიცირებული იყოს და აქტიურად ავრცელებდეს ვირუსს, ვინაიდან ინფიცირების პირველ ეტაპზე აივ რნმ-ის რაოდენობა სისხლში და სხვა ბიოლოგიურ სითხეებში ძალზედ მაღალია.
არსებობს აივ ინფექციის სხვადასხვა თაობის ტესტები და, შესაბამისად, მათი ფანჯარა-პერიოდიც განსხვავებულია. აივ ინფექციის ტესტის ტიპებისა ფანჯარა-პერიოდის შესახებ სრულ ინფორმაციას წაიკითხავ აქ
90 დღიანი ლოდინი ძალიან დამღლელი და დამთრგუნველია მით უფრო მაშინ, თუკი ღელავ საკუთარი ტესტის პასუხზე. თუ გსურს ამ პერიოდში ვინმეს გაესაუბრო, ჩვენ გთავაზობთ ფსიქოლოგის უფასო და ანონიმურ კონსულტაციას. ვიზიტის დაჯავშნას შეძლებ ონლაინ. ვიზიტის დაჯავშნა ასევე, შეგიძლია ჩაიტარო უფასო ტესტირება სქესობრივი გზით გადამდებ სხვა დაავადებებზე.
ვიზიტის დაჯავშნა 
პრეზერვატივები
ინფიცირების პირველ ეტაპზე აივ რნმ-ის რაოდენიობა სისხლში და სხვა ბიოლოგიურ სითხეებში ძალიან მაღალია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ დროს ვირუსი ძალზედ გადამდებია. გამოიყენე პრეზერვატივი ყოველი სქესობრივი კავშირის დროს, რათა დაიცვა საკუთარი თავი და სხვები სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან.
ჩვენ გთავაზობთ პრეზერვატივებსა და ლუბრიკანტებს სრულიად უფასოდ და ანონიმურად. მათ გამოწერას კი ამავე ვებ-გვერდიდან შეძლებ გამოწერა. ასევე შეგიძლია მათი მიღება ფიზიკურ სივრცეშიც. იმის გასაგებად, თუ სად შეგიძლია მიიღო უფასო პრეზერვატივები, გადადი ბმულზე. დააჭირე აქ

თქვენ ხართ მაღალი რისკის ქვეშ

ახლა როგორ მოვიქცე?
თქვენ უნდა მიიღოთ პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკა! (PEP)
პეპ-ი (პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკა) თუ საეჭვო სქესობრივი კონტაქტიდან 72 საათზე ნაკლებია გასული, ამ შემთხვევაში, აუცილებელია, დაუყოვნებლივ დაიწყო PEP (პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკა) , ანუ ანტირეტროვირუსული მედიკამენტების ხანმოკლე კურსი, რომელიც აივ ინფექციით ინფიცირებისაგან დაგიცავს. პეპ-ის მისაღებად, რაც შეიძლება მალე უნდა მიმართო თანასწორობის მოძრაობას ან ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს. რადგან, პეპ კურსის ეფექტურობას განსაზღვრავს მისი დაწყების დრო. რაც უფრო ადრე იწყება მიღება, მით მეტია ეფექტურობაც. უმჯობესია, პეპის დაწყება აივ-ით შესაძლო ინფიცირებიდან 24 საათის (ან არაუგვიანეს 72 საათის) განმავლობაში. პეპის ეფექტურობა მაღალია. დროულად დაწყებული მკურნალობის წარუმატებლობა კი ძალზედ იშვიათია. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პეპის მიღებას დროულად ვიწყებთ, ის 100 %-ით არ გამორიცხავს აივ-ით ინფიცირების რისკს. პეპ-ზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გადადი ქვემოთ მოცემულ ბმულზე. (გაიგე მეტი) თუ ფიქრობ, რომ 72 საათის განმავლობაში პეპ-ის დაწყებას ვერ შეძლებ, უფრო შესაფერისი რჩევის მისაღებად, შეცვალე ზემოთ მოცემული პასუხი.
პრეზერვატივები
ინფიცირების პირველ ეტაპზე აივ რნმ-ის რაოდენიობა სისხლში და სხვა ბიოლოგიურ სითხეებში ძალიან მაღალია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ დროს ვირუსი ძალზედ გადამდებია. გამოიყენე პრეზერვატივი ყოველი სქესობრივი კავშირის დროს, რათა დაიცვა საკუთარი თავი და სხვები სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან. ჩვენ გთავაზობთ პრეზერვატივებსა და ლუბრიკანტებს სრულიად უფასოდ და ანონიმურად. მათ გამოწერას კი ამავე ვებ-გვერდიდან შეძლებ (გამოწერა) . ასევე, შეგიძლია მათი მიღება ფიზიკურ სივრცეშიც . იმის გასაგებად, თუ სად შეგიძლია მიიღო უფასო პრეზერვატივები, გადადი ბმულზე. (დააჭირე აქ)

რისკი არ არსებობს

მაქვს თუ არა აივ ინფექციით ინფიცირების რისკი?

აივ ინფექცია სისხლითა და სქესობრივი გზით გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს. არსებობს აივ ინფექციის გადაცემის 3 გზა:
• დაუცველი სქესობრივი კონტაქტით (პრეზერვატივის გარეშე) აივ-დადებით პირთან, რომელიც არ იმყოფება მკურნალობაზე და არ აქვს მიღწეული ვირუსული სუპრესიისთვის.
• ინფიცირებულ სისხლთან ექსპოზიციით – აივ ინფიცირებული ინექციების და სხვა ინვაზიური მანიპულაციებისას არასტერილური დაბინძურებული სამედიცინო ინტრუმენტების გამოყენებით. ყველაზე ხშირად გადაცემა ნარკოტიკების ინექციური მოხმარებისას ხდება აივ ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცებისა და ნემსების გამოყენებით;
• ინფიცირებული დედიდან ბავშვზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების შედეგად.

აივ ინფექციის გადაცემა შეუძლებელია ჩახუტებისას ან კოცნისას, საზიარო ჭურჭლით, აბაზანითა და თეთრეულით, სამუშაო სივრცის გაზიარებით. ხველით, ცემინებით და ა.შ. აივ ინფექცია არ გადაიცემა ისეთი ბიოლოგიური სითხეებით, როგორიცაა: ოფლი, შარდი და ნერწყვი. აგრეთვე, ნაკლებად სავარაუდოა, აივ ინფექციის გადაცემა დაუცველი ორალური სექსით, თუმცა გადაცემის გარკვეული რისკი, რა საკვირველია, არსებობს.

აივ ინფექციისგან თავდასაცავად გამოიყენეთ შემდეგი პრევენციული საშუალებები:
1. დაიცავით თავი სექსის დროს. გამოიყენეთ პრეზერვატივი და პრეპი იმისათვის, რომ რისკი დაიყვანით ნულამდე.
2. გამოიყენეთ ახალი, არასაზიარო შპრიცი. უარი თქვით საზირო შპრიცის გამოყენებაზე. ჩაერთეთ შპრიცების გაცვლის პროგრამაში.

შფოთავ?

თუკი გაქვს შფოთვა აივ ინფექციასთან დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია შენი დახმარება. დაჯავშნე ინფექციონისტის, VCT კონსულტანტის ან ფსიქოთერაპევტის ვიზიტი. ისინი დაგეხმარებიან საკუთარი რისკების სწორად შეფასებაში და მოგცემენ სწორ რეკომენდაციებს შფოთვასთან გასამკლავებლად. (ვიზიტის დაჯავშნა)