Skip to content

პროვაიდერი ორგანიზაციები

თანასწორობის მოძრაობა

თანასწორობის მოძრაობა ლგბტქი+ სათემო ორგანიზაციაა რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ლგბტ თემისა და ქალების საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას, ამავდროულად, საზოგადოებაში არსებულ ჰომოფობიისა და სექსიზმის აღმოფხვრას. შესაბამისად, ორგანიზაცია უზრუნველყოფს საჭიროებებზე დაფუძნებულ სოციალური თუ სამართლებრივი სერვისებისა მიწოდებასა და თემის მობილიზაციას, ასევე მუშაობს საზოგადოების ცნობიერების შეცვლისა და პოლიტიკის ადვოკატირებისთვის.

სამიზნე ჯგუფები:

1. ლგბტქი+ თემის წარმომადგენლები;

2. ქალები და თემის აქტივისტები.

თანასწორობის მოძრაობა ლგბტქი+ თემის წევრებს სთავაზობს შემდეგ სამედიცინო სერვისებს:

1. ტესტირება აივ ინფექციაზე;

2. ტესტირება სიფილისზე

3. ტესტირება  B და C ჰეპატიტებზე.

4. პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა (PrEP);

5. პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკა (PEP).

პლატფორმა selftest.ge მეშვეობით ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვს მიიღონ პრევენციული პაკეტი გლოვოს მეშვეობით, შეკვეთიდან რამდენიმე წუთში სრულიად უფასოდ.

ასევე, თანასწორობის მოძრაობა თემის წევრებს სთავაზობს სოც. მუშაკის, იურისტის, ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ადიქტოლოგის, ვენერო-დერმატოლოგის, ინფექციონისტისა და ოჯახის ექიმის უფასო, კონფიდენციალურ და ანონიმურ სერვისს.

 

საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“

მამაკაცებს, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან და სექს-სამუშაოში ჩართულ ქალებს თანადგომა სთავაზობს აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის სერვისს.

„თანადგომას“ სერვისები ანონიმური, კონფიდენციალური და უფასოა. სერვისი ხელმისაწვდომია ოფისებში, რომლებიც საქართველოს ხუთ ქალაქშია განთავსებული.

Selftest.ge-ს მომხმარებლებს „თანადგომა“ გთავაზობთ აივ ინფექცია/შიდსის პრევენციულ პაკეტს KiKi Safe Box. ეს ჩვენი ბრენდირებული ყუთია, რომელშიც მოთავსებულია აივ-ინფექცია/შიდსის თვით-ტესტი, ტესტის გაკეთების ორენოვანი ინსტრუქცია და ფლაერი ,,ხშირად დასმული კითხვები’’ (FAQ), კონდომები (პრეზერვატივები), ლუბრიკანტები, პირბადეები და საინფორმაციო ბუკლეტი სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე.

KiKi Safe Box-ს ჩვენი სოციალური მუშაკები მოგაწვდიან თქვენთვის სასურველ ადგილზე თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ყუთთან ერთად საშუალება გაქვთ გაიაროთ კონსულტაცია სოციალურ მუშაკთან აივ-ინფექცია/შიდსის და სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციების შესახებ.

 

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი

ქსელი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად წარმართავს ზიანის შემცირების (შპრიცების და ნემსების) პროგრამას ქვეყნის მასშტაბით 14 სერვის ცენტრის და 9 მობილური ამბულატორიის საშუალებით. პროგრამა ემსახურება ინფექციების (აივ-ი B და C ჰეპატიტები, სიფილისი, ტუბერკულოზი) დროულ დიაგნოსტიკას და მათი გავრცელების პრევენციას , ასევე მისი მიზანია ნარკოტიკების ინექციური მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირება და ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილობის შემცირება.

ზიანის შემცირების პროგრამაში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი სახის სერვისები უფასოდ:

― რისკის კონსულტირება და სკრინინგი აივ-ზე, B და C ჰეპატიტზე, სიფილისზე და ტუბერკულოზზე
― სტერილური სახარჯი მასალა (სხვადასხვა ზომის შპრიცები, ნემსები, პეპელები, სპირტიანი ტამპონები, ჟგუტები, ნალოქსონი, საინექციო წყალი, კოდომები, ლუბრიკანტები), აგრეთვე საინფორმაციო ბროშურები
― სამედიცინო სპეციალისტების კონსულტაციები: თერაპევტი, ქირურგი, ინფექციონისტი, გინეკოლოგი, უროლოგი, ფსიქოლოგი, ნარკოლოგი.
― იურისტის მომსახურება
― დაესწროთ თანასწორთა საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს სხვადასხვა საინტერესო თემატიკაზე