Skip to content

რა არის აივ-ინფექცია?

რა არის შიდსი?

შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) არის აივ-ინფექციის გვიანი და პროგრესირებული სტადია.

შიდსის დიაგნოზს სვამენ მაშინ, როდესაც:

  • CD4+ T-ლიმფოციტების რაოდენობა ძალიან დაბალია (ჩვეულებრივ <200 ასლი/მკლ);
  • ვითარდება ე.წ. ოპორტუნისტული ინფექციები (მაგ: პნევმოცისტური პნევმონია, ტუბერკულოზი და სხვ.)

დღეს, დროული და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში, აივ ინფექცია შიდსის სტადიამდე აღარ პროგრესირებს.

გადაცემის გზები

აივ ინფექცია გადაეცემა მხოლოდ გარკვეული ბიოლოგიური სითხეებით:

  • სისხლი;
  • სპერმა და პრე-სპერმა;
  • ვაგინალური სეკრეტი;
  • რექტალური სეკრეტი;
  • დედის რძე

გადაცემის ძირითადი გზები:

  • დაუცველი ვაგინალური, ანალური და ორალური სქესობრივი კონტაქტი;
  • არასტერილური საინიექციო საშუალებების (ნემსი/შპრიცი) გაზიარება;
  • ვერტიკალურად — დედიდან შვილზე (ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს);
  • იშვიათად — ინფიცირებული პირის სისხლის ან სისხლის კომპონენტების ტრანსფუზია (დღეს პრაქტიკულად არ ხდება, რადგან სისხლი და მისი კომპონენტები იტესტება აივ ინფექციაზე)

არ გადაეცემა:

  • ხელის ჩამორთმევით;
  • ჩახუტებით;
  • საერთო ჭურჭლის გამოყენებით;
  • კოცნით;
  • მწერების ნაკბენით;
  • საერთო ტუალეტით ან აუზით

სიმპტომები

მწვავე ფაზა (ინფიცირებიდან 2-4 კვირაში)

შესაძლოა გრიპის მსგავსი სიმპტომები:

  • სიცხე;
  • ყელის ტკივილი;
  • გამონაყარი;
  • ლიმფური კვანძების გადიდება;
  • დაღლილობა

ზოგიერთ შემთხვევაში სიმპტომები არ ვლინდება.

ლატენტური ფაზა

შესაძლოა, წლების განმავლობაში არ გამოვლინდეს სიმპტომები, თუმცა ვირუსი ხანგრძლივი დროის განმავლობაში აზიანებს იმუნურ სისტემას.

გვიანი სტადია (შიდსი)

  • ხშირი ინფექციები;
  • წონის კლება;
  • ხანგრძლივი ცხელება;
  • ღამის ოფლიანობა

ტესტირება

აივ-ის დიაგნოსტიკა ხდება სისხლის ან ნერწყვის ნიმუშის სწრაფი და მარტივი ტესტირებით, დადებითი შედეგის შემთხვევაში, ტარდება შემდგომი დამადასტურებელი კვლევა.

ფანჯარა პერიოდი

ფანჯარა პერიოდი არის დროის მონაკვეთი ინფიცირების მომენტიდან ტესტირების შედეგად მისი გამოვლენის შესაძლებლობამდე.

  • თანამედროვე IV თაობის ტესტები (ანტიგენი + ანტისხეული) ინფექციას ავლენს 2-4 კვირის ვადაში;
  • საბოლოო სარწმუნო პასუხი მიიღება დაახლოებით 6 კვირიდან 3 თვემდე ვადაში.

ტესტირება რეკომენდირებულია:

  • სარისკო ქცევის შემდეგ;
  • რეგულარულად, თუ არსებობს განმეორებადი სარისკო ქცევა

მკურნალობა

აივ ინფექციას მკურნალობენ ანტირეტროვირუსული თერაპიით, რაც მედიკამენტის ყოველდღიურ მიღებას გულისხმობს. 

მკურნალობის შედეგად ვირუსული დატვირთვა შესაძლოა, გახდეს სქესობრივი გზით არაგადამდები. 

აივ ინფექცია დღეს არის ქრონიკული მართვადი დაავადება.

დროული მკურნალობის შედეგად, ადამიანი ცხოვრობს სრულფასოვანი და ხანგრძლივი ცხოვრებით.

პრევენცია

კონდომისა და ლუბრიკანტის გამოყენება ყოველი სქესობრივი კონტაქტის დროს პრევენციის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა.

ექსპოზიციის წინა პროფილაქტიკის პროგრამა (PrEP) არის პროგრამა, რომლის ფარგლებში, უარყოფითი აივ სტატუსის მქონე ადამიანი იღებს სპეციალურ მედიკამენტს ინფიცირების რისკის შესამცირებლად. პრეპარატის რეგულარული მიღების შემთხვევაში, სქესობრივი გზით ინფიცირების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება.

ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკის პროგრამა, რომელსაც სარისკო ქცევის შემდეგ მიმართავენ:

  • უნდა დაიწყოს სარისკო ქცევიდან არაუგვიანეს 72 საათში;
  • გრძელდება 28 დღის მანძილზე;
  • მნიშვნელოვნად ამცირებს ინფიცირების რისკს

აივ-ით ინფიცირება არ არის განაჩენი!
სტიგმა და დისკრიმინაცია გაცილებით დიდ პრობლემას უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და ცხოვრების ხარისხს ვიდრე თავად ინფექცია!

რეგულარული ტესტირება, მკურნალობა და პრევენცია არის ხელმისაწვდომი, უფასო, ანონიმური და ეფექტიანი!