Skip to content

სექს-სათამაშოები და მათი მოვლა

სექსის უამრავი ნაირსახეობა არსებობს. შეგრძნებებების გაუმჯობესების, გამრავალფეროვნებისა და სტიმულირებისთვის, ხშირად მოიხმარენ  სექს-სათამაშოებს, რომლებიც სექსს ბევრად მრავალფეროვანსა და განსაცვიფრებელს ხდის.ასევე საუკეთესო გზაა ურთიერთობების გადახალისებისთვისა და მარტოობის სასიამოვნოდ გატარებისთვის. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სექს-სათამაშოებს გარკვეული სახის შენახვისა და მოვლის წესები აქვს, რომლის დაცვაც თავიდან აგვარიდებს სხეულის სხვადასხვა დაზიანებებსა და სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს.

ანალური სათამაშოები

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანალური სექსის დროს გამოყენებულ სათამაშოებს ჰქონდეთ გარკვეული ბარიერები, (კიდეები) რომლებიც გამოყენებისას შეაკავებს სათამაშოს და თავიდან აგაცილებთ მის შეკუმშვას ანალურ ხვრელში. სათამაშოები, რომელთაც არ აქვთ შემაკავებელი კიდეები, განკუთვნილია ვაგინალური სექსისთვის, ვინაიდან ვაგინის ირგვლივ არსებობს კუნთები, რომლებიც სათამაშოს უკუაგდებს. ანალურ ხვრელს კი მსგავსი სახის უკუმგდები კუნთები არ გააჩნია.სათამაშოს არ უნდა ჰქონდეს ბასრი გვერდები ან ნასვრეტები. ამასთან უნდა იყოს რბილი და ადვილად რეცხვადი. ამიტომ სათამაშოს შერჩევისას აუცილებელია ამ ფაქტის გათვალისწინება.

ლუბრიკანტის გამოყენების მნიშვნელობა

მნიშვნელოვანია, რომ სექს-სათამაშოს გამოყენებისას მუდმივად გამოვიყენოთ წყალზე დამზადებული ლუბრიკანტი, რომელიც სექსის პროცესს მეტად შეღწევადსა და სასიამოვნოს გახდის. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სილიკონზე დამზადებული ლუბრიკანტი, ვინაიდან ლუბრიკანტის ეს სახეობა აზიანებს ყველანაირი სახის რეზინსა თუ ლატექსს. ამასთან რთულად ირეცხება და ტოვებს ლაქებს ქსოვილებსა და რეზინზე.

სათამაშოების გაზიარება

სათამაშოს გაზიარებამდე მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ის სწორად და გულდასმითაა გაწმენდილი ერთი პარტნიორიდან მეორესთვის გადაცემამდე. ძალიან მნიშვნელოვანია კონდომის გამოყენება ხელიდან ხელში გადაწოდების ან/და ერთი პარტნიორიდან მეორესთვის გადაცემის მომენტში . ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ კონდომი მუდმივად იცვლებოდეს. თითოეულ პარტნიორს ახალი კონდომი ესაჭიროება. სათამაშოების გულდასმით გაწმენდა და კონდომების გამოყენება თავიდან აგაცილებთ  სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს. უფასო პრეზერვატივების და ლუბრიკანტების მისაღებად დააჭირეთ აქ

როგორ გავწმინდოთ სათამაშო?

სათამაშოების გაწმენდა ცხელი, გამდინარე წყლითა და საპონით ხდება. იყავით ყურადღებით რომ საპონი არ დარჩეს სათამაშოზე, ვინაიდან ამან შეიძლება ანალური ხველის გაღიზიანება გამოიწვიოს.

უსაფრთხოება უპირელეს ყოვლისა

სექს-სათამაშოებისა და სხვადასხვა სექსუალური ფეტიშის აღჭურვილობის  გამოყენების დროს, მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ როგორც ჩვენს, ასევე სხვათა ჯანმრთელობაზე. სათამაშოები ან ფეტიშ აღჭურველობა, რომელიც ზღუდავს გადაადგილებას, საუბარს, სუნთქვას, ანელებს ან სრულად აფერხებს სისხლის მიმოქცევას, ზიანს აყენებს კანს ან სხვადასხვა ორგანოებს, განსაკუთრებით სახიფათოა. თუმცა მათი გამოყენების დროს,  მნიშვნელოვანია ვკითხოთ პარტნიოს, თუ როგორ გრძნობს  თავს, გადავამოწმოთ სიდუხჭირე, გამოყენეთ სიტყვა-კოდი აქტის შეწყვეტისთვის და ა.შ.