Skip to content

აივ ინფექციის ახალმა პოტენციურმა ვაქცინამ ადამიანებზე კვლევისას დამაიმედებელი შედეგები აჩვენა.

აივ ინფექციის ახალმა პოტენციურმა ვაქცინამ ადამიანებზე კვლევისას დამაიმედებელი შედეგები აჩვენა. კვლევის მონაწილეთა 97%-ში მიღებულ იქნა სასურველი, მძლავრი იმუნური რეაქცია ორ დოზიანი ვაქცინის 8 კვირის ინტერვალით ინექციისას.

ვაქცინა დამზადებულია ცილისგან, რომელსაც აივ-ზე ვხვდებით. ეს ნაწილაკი შექმნილია იმისთვის, რომ სხეული მოემზადოს ანტისხეულების გენერირებისთვის, რომლებიც, მიჩნეულია, რომ გადამწყვეტია აივ-ის წინააღმდეგ იმუნიტეტის შექმნისთვის.

პირველი ფაზის კვლევაში არცერთ მონაწილეს არ ჰქონია სერიოზული გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ტკივილი ინექციის ადგილას ან სხვა. დაფიქსირდა მსუბუქი თავბრუსხვევა და გაქრა ერთიდან ორ დღეში.

©️ healthline.com