Skip to content

ინფორმაცია "ბალიშის" მიწოდების დროებითი ცვლილების შესახებ

გაცნობებთ, რომ “თანასწორობის მოძრაობის” ერთ-ერთი პროდუქტის, “ბალიშის” მიწოდება ხორციელდება გლოვოს საკურიერო სერვისის მეშვეობით. ამ ეტაპზე, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, შეკვეთების მიწოდება თბილისში ხდება მხოლოდ ცენტრალურ უბნებში (კერძოდ, ვაკე-საბურთალო, ჩუღურეთი, სოლოლაკი, ძველი თბილისი და მიმდებარე ტერიტორიები), ხოლო თბილისის არაცენტრალურ უბნებში შეკვეთების მიწოდება წარმოებს შეფერხებით. მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან (ან შეკვეთა აქვთ გაკეთებული) არაცენტრალურ უბნებში, შეუძლიათ მობრძანდნენ “თანასწორობის მოძრაობის” ოფისში და თავად წაიღონ “ბალიში". მისამართი: უშანგი ჩხეიძის 19, მეორე სართული, სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 12:00-19:00.

მოგახსენებთ, რომ აღნიშნული ეხება მხოლოდ “ბალიშს” და მოქმედებს მხოლოდ ქალაქ თბილისში. მოსალოდნელია, რომ შეფერხება გამოსწორდება აპრილის შუა რიცხვებიდან.