Skip to content

აივ ტესტის ფანჯარა პერიოდის კალკულატორი

თუკი აივი მაქვს, რა არის იმის პროცენტული ალბათობა, რომ ტესტი ცრუ უარყოფით პასუხს მიჩვენებს?

ამის გასაგებად, მოკიდე ხელი ნიშნულს და გადაწიე იმდენ დღეზე, რამდენი დღეცაა გასული აივ-ით შესაძლო ინფიცირებიდან.

0 დღე
100 დღე

0 დღე

ტესტის ცრუ-უარყოფითი შედეგის ალბათობა:

*ანტისხეულების ტესტი

100%

** ანტიგენ-ანტისხეულების ტესტი

100%

კომბინირებული (ანტიგენ-ანტისხეულის) ტესტები

აღნიშნულ ტესტებს სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენიებენ (კომბო ტესტი, ანტიგენ/ანტისხეულების ტესტი, მეოთხე თაობის ტესტი). კომბინირებული ტესტები ძალიან მაღალი სენსიტიურობითა და სიზუსტით გამოირჩევა და ის სისხლში როგორც აივ ანტისხეულებს, ასევე აივ ანტიგენს ეძებს.

ადამიანთა უმეტესობა p24 ანტიგენის წარმოქმნის ინფიცირებიდან 2-4 კვირაში, რაც სავსებით საკმარისია ტესტისთვის ვირუსის საპოვნელად. თუმცა, აღნიშნული ტესტის ფანჯარა პერიოდს 14 ან 18 დღითაც განსაზღვრავენ ხშირად.

მესამე თაობის ანტისხეულების ტესტები (ELISA-იმუნოფერმენტული ანალიზი)

აღნიშნული ტესტი ეძებს აივ ანტისხეულებს სისხლში (იმუნოგლობულინი M და G). ტესტის ფანჯარა პერიოდი კი სარისკო ქცევიდან 22-31 დღეა . ადამიანთა 99%-ს საკმარისი ანტისხეულები 50 დღის შემდგომ უვითარდებათ.

როგორ მუშაობს ხელსაწყო?

ხელსაწყო შეიქმნა იმისათვის, რათა დაგეხმაროთ აივ ინფექციის ფანჯარა პერიოდის სწორად გაზომვასა და დროულ ტესტირებაში. აივ ინფექციას სამ თვიანი ფანჯარა პერიოდი გააჩნია, ამ პერიოდში ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი შესაძლოა იყოს ცრუ. ამიტომ მნიშვვნელოვანია, ტესტირება ჩატარდეს აივ ინფექციით შესაძლო ინფიცირებიდან არანაკლებ 90 დღის ვადაში.

შეზღუდვები

გასათვალისწინებელია, რომ: ფანჯარა პერიოდის დრო განსხვავებულია ინდივიდის იმუნური პასუხის, ტესტის სენსიტურობისა და ტექნიკური ასპექტების მიხედვით. შესაბამისად, ხელსაწყო ზემოაღნიშნულ შემთხვევებში ვერ იქნება 100%-ით ზუსტი. გაესაუბრეთ ექიმს, თუკი ეჭვი გაქვთ აივ ინფექციაზე