ბოქვენის ტილი
ბოქვენის ტილი მცირე ზომის მწერია, რომელიც ადამიანის გენიტალურ მიდამოებში არსებულ თმაზე ბინადრობს. მისი მცირე ზომიდან გამომდინარე (2მმ), თვალით მისი შემჩნევა ხშირად ჭირს, სწორედ ამიტომ, შესაძლოა არსებობდეს მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, თუმცა თვალით მათ ვერ ვხედავდეთ. გარდა გენიტალური მიდამოებისა, ტილები შესაძლოა ასევე გავრცელდეს ფეხებზე, გულმკერდზე,იღლიებში, წვერსა და ულვაშში, ასევე წარბებსა და წამწამებში.
ბოქვენის ტილის გადადების ყველაზე გავრცელებული გზა მჭიდრო ფიზიკური ან/და სქესობრივი კონტაქტია. ამასთან, ის შესაძლოა გავრცელდეს საზიარო თეთრეულის ან/და ტანისამოსის გამოყენებისას. ბოქვენის ტილი იკვებება სისხლით, ხოლო მისი ნაკბენი ხასიათდება ძლიერი ქავილით. მისი მკურნალობა მოიცავს ურეცეპტო (პედიკულოზის სამკურნალო პრეპარატების) სპრეებისა და კრემების, ასევე ლოსიონების გამოყენებას, რომლებიც კლავენ პარაზიტებსა და ანადგურებენ მათ კვერცხებს.
ამასთან, ჭარბთმიანობის შემთხვევაში, რეკომენდებულია სხეულის თმის გაპარსვა, თეთრეულის გარეცხვა და დაუთოვება.
ბოქვენის ტილის განკურნება არ ხდება მკურნალობის გარეშე. გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, თუკი პედიკულოზის სამკურნალო პრეპარატები უშედეგოა, ხართ ორსულად ან ქავილით განვითარდა კანის დაზიანება.